ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შავიზღვისპირეთის დიდი კურორტის, ანაკლიის მშენებლობა დაიწყო.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საუკეთესო საზღვაო კლიმატის მქონე სანაპირო ზოლზე სახელმწიფო სასტუმროების მშენებლობისთვის უპრეცედენტო პირობებია - მიწა, სასტუმროს პროექტები და ყველა კომუნიკაცია ინვესტორებისთვის სახელმწიფოსგან საჩუქრად. ინვესტორი 15 წლით გათავისუფლება მოგებისა და ქონების გადასახადისგან. სახელმწიფო ახალ კურორტზე მინერალურ წყალს უფასოდ მიიყვანს, აშენდება ახალი აეროპორტი ანაკლია-ზუგდიდის ტურისტულ ზონაში, კურორტი ზღვაზე იახტკლუბით.
ინვესტორებისთვის გადასაცემი უფასო მიწის ნაკვეთები განლაგებულია ესპანელი არქიტექტორების დაპროექტებული ბულვარის გასწვრივ.
დაინტერესებული ინვესტორების განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 იანვარი.