თარიღი    დრო

ახალი გენერალური გეგმა ყველა კომპონენტით და კრიტერიუმით მოქმედზე უკეთესია - ირაკლი ზარქუა

საქართველო, თბილისი - 18:29 03.15.2019 166

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის წარმომადგენლების  ბრალდებებს უპასუხა. მისი თქმით, გენერალური გეგმა, რომელსაც დღეს თბილისი საკრებულო მიიღებს დედაქალაქში არსებულ გამოწვევებს მაქსიმალურად პასუხობს.

„ახალი გენერალური გეგმა ყველა კომპონენტით და კრიტერიუმით  მოქმედზე უკეთესია. არავის არ აქვს განცდა და ილუზია, რომ გენერალური გეგმა იდეალურია. ეს დოკუმენტი არის იდეალურთან მიახლოებული და ყველაფერს გავაკეთებთ მის შესასრულებლად. გეგმა, რომელსაც დღეს ვიღებთ პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლის  წინაშეც ჩვენი ქალაქი დგას. მე ჩამოვთვლი რამდენიმე კრიტერიუმს: მოქმედი დოკუმენტის ფარგლებში, რეკრეაციული ზონების ფართობი 254 მილიონი კვადრატული მეტრი იყო. იმ გეგმით კი, რომელსაც დღეს საკრებულო  ამტკიცებს 258 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. რაც შეეხება სატყეო ზონას, რომელიც საერთოდ გამქრალი იყო რუკიდან,   139 მილიონ კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა.  სწორედ ეს არის მიზეზი,  რატომაც ვამბობ, რომ  გენერალური გეგმა სჯობს მოქმედს“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%