თარიღი    დრო

იუდაზე ქრისტიანობა არ შენდება - დავით მაღრაძე ხელისუფლების საბედისწერო შეცდომაზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 21:46 03.14.2019 755

სასტიკი შედარებისგან თავს შევიკავებ, თვალსაჩინოებისათვის ვიტყვი: ქრისტე, როდესაც თავის მოძღვრებას აშენებდა, პეტრე მოციქულზე აშენებდა. იუდაზე ქრისტიანობა არ შენდება, - - განაცხადა ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში პოეტმა დავით მაღრაძემ. მან გადაცემაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ აღდგენის მიზეზების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით,მოსამართლეების თმა ხელისუფლების საბედისწერო შეცდომაა.

„ის ძველი აღმოსავლური ტიპის დესპოტიის შექმნის მცდელობა ეყრდნობოდა სწორედ იმ ბურჯებს, სადაც დღევანდელი მოსამართლეების ძებნა დაიწყო ახალმა ხელისუფლებამ. ესენი იყვნენ უსამართლობის ბურჯები. ეს ხალხი ქმნიდა იმ სვეტს, რომელზეც ძველი ხელისუფლება აშენდებდა უსამართლო სახელმწიფოს. ზუსტად იმ სვეტზე გადაწყვიტა ახალმა ხელისუფლებამ ააშენოს ახალი სამართალი. მაპატიეთ, ეს რა შემთხვევაა იცით? სასტიკი შედარებისგან თავს შევიკავებ, თვალსაჩინოებისათვის ვიტყვი: ქრისტე, როდესაც თავის მოძღვრებას აშენებდა, პეტრე მოციქულზე აშენებდა. იუდაზე ქრისტიანობა არ შენდება. ჩემთვის, ეს არის ამ ხელისუფლების საბედისწერო შეცდომა. ამდენად, ვთვლი რომ შინაარსი დაკარგა ამ დაპირსიპირებამ, რომლის ზღვარი სამართლიანობასა და უსამართლობას შორის გადიოდა“, - განაცხადა მაღრაძემ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%