საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მსხვილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი ქობულიას ინფორმაციით, 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 10 ჰესი, რომელტა ჯამური სიმძლავრე 94,8 მგვტ. იქნება. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის „გარდაბანი 2“- ის ექსპლუატაციაში გაშვებაზე, ასევე 50 მგვტ ქარისა და 5 მგვტ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყებაზე, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება.
„აღნიშნული ენერგეტიკული პროექტები უკვე 2019 წელს მოგვცემს მნიშვნელოვან მომატებას ჩვენი გენერაციის და შეიტანს საგრძნობ წვლილს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.