თარიღი    დრო

ინგა შამილიშვილმა დუბაიში გამართულ მმართველობის მსოფლიო სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 11:11 02.12.2019 112

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 9-12 თებერვალს მონაწილეობა მიიღო მმართველობის მსოფლიო სამიტში, რომელიც გაიმართა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ დუბაიში. სამიტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და საპასუხო აქტივობების დაგეგმვა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი სესია, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის აქიმ შტაინერისა და გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მონაწილეობით.

SDG4 გულისხმობს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რასთან დაკავშირებითაც სამიტის ფარგლებში საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას უძღვებოდა იუნესკოს ყოფილი თავმჯდომარე ირინა ბოკოვა, რომელმაც, თავის მხრივ, საბჭოს წევრად მიიწვია ინგა შამილიშვილი. SDG4 საბჭოზე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მიმართულებები და პრიორიტეტად განისაზღვრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. საბჭო მომდევნო ერთი წლის მანძილზე იმუშავებს მასწავლებელთა ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნასა და სწავლების თანამედროვე მიდგომების იდენტიფიცირებაზე. ამასთანავე, შემუშავდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული ზრდისა და გადამზადების ერთიანი სასწავლო გრანტების გაცემის სისტემა. 

ვიზიტის ფარგლებში ინგა შამილიშვილმა გამართა შეხვედრა გაერთიანებული საემიროების კულტურისა და ცოდნის განვითარების მინისტრ ნოურა ალ ქააბისთან. შეხვედრაზე დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა ფოლკლორის შესწავლის, მომავალ თაობებში ავთენტური ფოლკლორის პოპულარიზაციისა და სწავლების მიმართულებით. მინისტრი გაეცნო აჭარაში ფოლკლორული ნიმუშების აღწერისა და დიგიტალიზაციის მეთოდს. გადაწყდა აჭარაში შესაბამისი სამუშაო ჯგუფის  ვიზიტი, რათა ადგილზე იქნას გაზიარებული არსებული პრაქტიკა. ამასთანავე, მიღწეულ იქნა შეთანხმება ფოლკლორული ჯგუფების ურთიერთგაცვლისა და კონცერტების გამართვის თაობაზე.

სამიტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა ,,მომავლის უნარები“, რომელსაც ხელმძღვანელობდა გაერთიანებული საემიროების უმაღლესი განათლებისა და უნარების განვითარების მინისტრი აჰმად ალ ფალასი. ირლანდიის, იორდანიის, კუბისა და სხვა ქვეყნების განათლების მინისტრებთან ერთად მასში მონაწილეობდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. სესიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების რექტორები, კვლევითი ცენტრების, საგანმანათლებლო ფონდებისა და მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო ახალგაზრდებში ისეთი უნარების ჩამოყალიბების სტრატეგიებს, რაც ხელს შეუწყობს მათ  მომავალ კარიერულ წინსვლასა და ცოდნის მუდმივ განახლებაში. სიტყვით გამოსვლისას ი.შამილიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და იმ ტრანსფერულ უნარების განვითარებაზე, რასაც თანამედროვე მსოფლიო მოითხოვს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას საჭირო უნარების იდენტიფიცირებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:08 პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin- ის საათის მეშვეობით გადახდებს განახორციელებენ

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%