თარიღი    დრო

პირველი მხატვარი რობოტი, სახელად აი-და

საქართველო, თბილისი - 17:26 02.11.2019 487

შეუძლიათ რობოტებს იყვნენ შემოქმედები?! ბრიტანელი გალერისტი აიდან მილერი  ცდილობს ამ შეკითხვას უპასუხოს. როგორც პროექტში მომუშავე ინჟინრები აცხადებენ, რობოტი „აი-და“ შეძლებს ადამიანების დანახვასა და  ფანქრით მათ დახატვას.

გალერისტმა რობოტს „აი-და“ ბრიტანელი მათემატიკოსისა და კომპიუტერული მეცნიერებების პიონერის, ადა ლავლეისის პატივსაცემად დაარქვა.

„ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს რობოტმა დახატოს“, - განაცხადა მილერმა

„აი-დას“ თავი, რომელიც ადამიანის პროტოტიპია, უკვე აწყობილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეული სტატიკურია, მისი თავი რეაგირებს ნებისმიერ ჟესტზე, შეკითხვასა თუ მოძრაობაზე. რობოტს შეუძლია რეაქციების ადამიანური მახასიათებლებით გამოხატვა. ის შეძლებს ოთახში თქვენთან ერთად მოძრაობას, შეკითხვებზე პასუხს, თვალები კი დააფიქსირებს თქვენს ნებისმიერ ჟესტს. მას შეუძლია თვალიც კი ჩაგიკრათ.

„აი-დას“ საგამოფენო დებიუტი მაისში, ოქსფორდის უნისვერსიტეტში შედგება. ხოლო მისი ხატვის ტექნიკის ყურება ლონდონში, ნომებერში იქნება შესაძლებელი.

წყარო: Reuters 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%