თარიღი    დრო

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერება, სასამართლოში არსებულ სისტემას გააჯანსაღებს - დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 14:20 02.11.2019 153

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერება, სასამართლოში არსებული სისტემას გააჯანსაღებს

ბაქრაძის განცხადებით,  ის ფაქტი,რომ უმრავლესობა უარს ამბობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე , ცალსახად ადასტურებს, რომ მათ კლანური მმართველობის შეცვლის  არანაირი სურვილი არ გააჩნიათ. 

„დანიშვნების შეჩერება არის მხოლოდ ნაწილი , ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობითაც კი ვადით დანიშნული მურუსიძე ძალიან წარმატებით ახერხებს სისტემის კონტროლს კლანის მეშვეობით.

აუცილებელია სისტემის გახსნა, დისკუსია საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორის. სისტემის შესაცვლელად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების და ხელისუფლების პოლიტიკური იძულების გარეშე, ჩვენ წინ ვერ წავალთ,  რადგან კონკრეტულ კანონპროექტზე უკვე გამოჩნდა,რომ ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ სურს და აწყობს სასამართლოში დღეს, არსებული სიტუაცია.

დანიშვნების შეჩერებაც და  მთლიანად სისტემის გაჯანსაღებაც უნდა მოხდეს პირველ რიგში სწორედ საზოგადოების აქტიურობის და საზოგადოების ზეწოლის შედეგად და ეს არის ის გზა ,რომლითაც  აპირებს რომ მომავალში წავიდეს საპარლამენტო უმცირესობა’’,  -  განაცხადა დავით ბაქრაძემ




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%