თარიღი    დრო

კონკურსის გარეშე შერჩეული და ამ ფორმით დასახელებული კანდიდატურები, სანდო ვერასოდეს იქნება - ნაზი ჯანეზაშვილი

საქართველო, თბილისი - 20:23 01.12.2019 102

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შორის გამართული შეხვედრა საგანგებო ბრიფინგზე შეაფასა.

ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძესთან ერთად გეგმავს, რომ პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურების შერჩევის მოდელი.

„აუცილებლად უნდა გამოცხადდეს კონკურსი, კონკურსის გარეშე შერჩეული კანდიდატურები და ამ ფორმით დასახელებული კანდიდატურები, ბუნებრივია, სანდო ვერასოდეს ვერ იქნება. მეორე, აუცილებელია და საჭიროა, რომ შეიქმნას ფილტრი, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს კანდიდატურებს, აუცილებლად შეიქმნას იმ კანდიდატურების გადარჩევის ფილტრი, რომელებიც მიმართავენ. მე და ანა დოლიძე  უახლოეს მომავალში ერთად შევთავაზებთ სქემას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ინტერესთა კონფლიქის სტანდარტები შემუშავდეს. მე მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძე და გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ კანდიდატურები, რადგან ისინი არიან საბჭოს წევრები, რადგან ისინი წარმოადგენენ ორგანოს, რომელიც ახდენს ნომინირებას კანდიდატურებისა და აქ არის ინტერესთა კონფლიქტი ფართო გაგებით,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიიის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ წარდგენილ სიას მხარი არ დაუჭიროს, რის გამოც უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეთა კანდიდატურები ჩავარდება. კობახიძის თქმით, შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება.  კობახიძის თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.

2018 წლის 4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

მოსამართლეთა სიამ მმართველ გუნდში დაპირისპირება გამოიწვია.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%