თარიღი    დრო

ვახტანგ ჭარაია - მსოფლიო ბანკის კვლევა პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს

საქართველო, თბილისი - 16:54 01.10.2019 108

მსოფლიო ბანკი, სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მსგავსად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დროს ითვალისწინებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საკითხებსაც. განსაკუთრებით, რეგიონულ მდგომარეობას. ამ მხრივ, მსოფლიო ბანკის კვლევა პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და მიიჩნევს, რომ რეგიონშიც სიტუაცია სტაბილიზაციისაკენაა მიმართული. მაგალითად, ამოწურულია თურქეთ-ამერიკის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც თურქული ლირის მასშტაბური გაუფასურების ფონზე მიმდინარეობდა და პრობლემებს უქმნიდა ქართულ ეროვნულ ვალუტასაც, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ
მსოფლიო ბანკის 2019 წლის 8 იანვრის ანგარიშის თანახმად, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება და ის წინა ანგარიშთან შედარებით 0.2% პროცენტული პუნქტით  5.0% - მდეა გაზრდილი. ამასთან ერთად საქართველო გაუსწრებს მის მეზობელ ყველა ქვეყანას, კერძოდ საქართველოს შემდგომ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სომხეთში იქნება მოსალოდნელი - 4.3% იქნება, აზერბაიჯანში - 3.6%, თურქეთში 1.6%, ხოლო ყველაზე ნაკლები კი რუსეთში 1.5%. 
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის მსგავსად საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც (IMF) და აზიის განვითარების ბანკმაც (ADB) გაზარდეს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის მომდევნო წლებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, თავის რეგიონში კი ცალსახა ლიდერის პოზიციას მოირგებს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%