პატრიარქმა ფილარეტმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებისთვის გაწეული ღვაწლისათვის, ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს.
პატრიარქი ფილარეტის გადაწყვეტილებით ორდენით ასევე დაჯილდოვდნენ რადას სპიკერი ანდრეი პარუბი და კიდევ რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ტომოსის მოპოვებისთვის საქმიანობაში.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს პეტრო პოროშენკომ პატრიარქ ფილარეტს უკრაინის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.