თარიღი    დრო

ზაზა სარალიძე მის მიმართ შესაძლო მუქარის საქმეზე ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხეს

საქართველო, თბილისი - 18:51 01.04.2019 298

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პოლიციელის მიერ მის მიმართ შესაძლო მუქარის საქმეზე ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხეს.

სარალიძის განცხადებით, პარლამენტთან გუშინ პოლიციელი მივიდა, რომელმაც თავი ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსად წარუდგინა და მისივე თქმით, იქ მყოფებს უთხრა, რომ რამდენიმე პირის მიმართ, მათ შორის მალხაზ მაჩალიშვილისა და ზაზა სარალიძის ძმის მიმართ, სამართალდამცველის შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„გამოცხადდა პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ არის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი, მაგრამ კონკრეტულად არ ასახელებს, რომელი განყოფილების. აქციის მონაწილეთაგან ჩამოთვალა რამდენიმე პირი, მათ შორის მე, ჩემი ძმა და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დავეკავებინეთ. შემდეგ როგორც გავარკვიეთ, ეს არის გიორგი გადელია, არ ვიცი, რა თანამდებობას იკავებს პოლიციაში. მას ხშირად გამოუჩენია ჩემს დარბევაში ინიციატივა. განმარტა, რომ 11 სექტემბრიდანაა დაწყებული ძიება, შეიკრიბება ყველაფერი და ხულიგნობის ფაქტზე დაგიჭერთო. ასე პოლიციელს შეუძლია, ნებისმიერი ადამიანი გააჩეროს და უთხრას, რომ ხულიგნობის ფაქტზე მეორე დღეს დაიჭერს“, – განუცხადა სარალიძემ ჟურნალისტებს პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%