თარიღი    დრო

ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 16:12 01.04.2019 182

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად  ჩადენილიყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული ნ.ზ. დამნაშავედ ცნო. 

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 მარტს, ნ. ზ. სხვა პირთან ერთად გარდაბნისრაიონის სოფელ ახალსოფელში,  ჯგუფურად თავს დაესხა მათსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ გ.მ. -ს და თ. მ.- ს და დანისმუქარით თანხა მოსთხოვა.   დაზარალებულებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგად თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"სამართალდამცველებმა ნ.ზ. 2018 წლის 3 აპრილს საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში დააკავეს. მას  ბრალდებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ"  და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (ყაჩაღობა,ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონოშეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ზ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%