თარიღი    დრო

ესპანეთში ბეწვეულისა და ტყავის გამოყენება გააპროტესტეს

საქართველო, თბილისი - 14:00 12.17.2018 169

მოდის ინდუსტრიაში პროდუქციაში ბეწვეულისა და ტყავის გამოყენების საწინააღმდეგოდ, ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ მოედანზე ათობით მოქალაქე გაშიშვლდა. ამის შესახებ The Independent-ი იუწყება.

კატალონიის მოედანზე გამართული ფლეშმობის დროს აქტივისტები სრულიად გაშიშვლდნენ და სხეულები ხელოვნური სისხლით შეიღებეს.

ფლეშმობის მონაწილეებმა მომაკვდავი ცხოველები განასახიერეს. ერთ-ერთი გოგონა გამოვიდა ტრანსპარანტით, რომელზეც ჰქონდა შემდეგი წარწერა:  „კიდევ რამდენი სიცოცხლე სჭირდება ერთ ქურქს?“

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია Anima Naturalis, რომელიც ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში ცხოველების უფლებებს იცავს.

ორგანიზაცია PETA-ს (ადამიანები ცხოველების მიმართ ეთიკური მოპყრობისათვის) მონაცემებით, მთელს მსოფლიოში გაყიდული ბეწვეულის  85 პროცენტზე მეტი ფერმერულ მეურნეობებზე მოდის, სადაც მელებს, წაულებსა სხვა ცხოველებს სვამენ გალიებში, ვიდრე მოკლავენ და ტყავს გააძრობენ. „მოდური არაფერია იმაში, რომ გამოიყენო ნაწამები ცხოველების ტყავი ტანსაცმლისა და აქსესუარებისთვის“, - განაცხადა PETA-ს წარმომადგენელმა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%