ისრაელში ქალთა საერთო გაფიცვა გამოცხადდა. გაფიცულები ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებენ.
ქალთა მკვლელობებისა და ოჯახური ძალადობის გახშირების გამო ათასობით ქალი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ათობით ქალაქის მერია და 300-მდე ორგანიზაცია და კომპანია უერთდება გაფიცვას სახელწოდებით „დღის რისხვა“.
„ძალადობის ბოლო შემთხვევებმა, რომელმაც ორი არასრულოვანი გოგონას სიკვდილი გამოიწვია, მოქმედებების დაწყება გვაიძულა“, - აცხადებენ აქციების ორგანიზატორები.
აქციის მონაწილეები მთავრობისგან 70 მლნ დოლარის გამოყოფას მოითხოვენ დანაშაულის აღკვეთის წინააღდეგ მიმრთული პროგრამების განსახორციელებლად. ეს გეგმა ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ დამტკიცდა, მაგრამ დაუფინანსებლობის გამო მისი რეალიზება ვერ მოხერხდა.
თელ-ავივსა და იერუსალიმში საავტომობილო გზების გადაკეტვის გამო ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია.
ფოტოზე ასახულია აქციის მონაწილეთა "პერფორმანსი".