თარიღი    დრო

ბათუმში სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:09 11.16.2018 158

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.

აჭარის ჯანდაცვის პირველი, მეორე და მესამე დონის 150-მდე წარმომადგენელი მიმდინარე პროექტების შეფასებას პირადად მინისტრისგან გაეცნო. დავით სერგეენკომ მოხსენებისას ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებზე გაამახვილა. აჭარაში ჯანდაცვის მიმართულებით შემუშავებული ახალი პროგრამებისა და გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია ექიმებს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ მიაწოდა. მისი თქმით, 2013 წელს რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ 11 პროგრამა ჰქონდა, დღეს კი ბიუჯეტის 100 %-იანი ზრდის პირობებში 32 პროგრამა ხორციელდება. გაზრდილია ბიუჯეტი როგორც ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაციების, ისე ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების ნაწილში. 2019 წლიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ზრდის ბენეფიციართა საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას.

ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვის შემდეგ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა პირებმა აუდიტორიის მოსაზრებები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატრს, ლამარა კალანდარიშვილს მედიცინის დარგში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება გადასცა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%