გიტანას ნაისედასა და ყველა ლიეტუველ მეგობარს: საქართველოს ახსოვს ჩვენი პარალელული გზა და ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ლიეტუვის თავისუფლების დამცველთა დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
„გიტანას ნაუსედასა და ყველა ლიეტუველ მეგობარს: საქართველოს ახსოვს ჩვენი პარალელული გზა და ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის! 13 იანვარი არასდროს უნდა დაგვავიწყდეს!“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი X-ზე.