ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას „მტკივნეული დათმობები“ მოუწევს.
ამის შესახებ მან კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ შეერთებული შტატების გარეშე უკრაინაში ომის გადაწყვეტა არ იქნება.
„ევროპისთვის მტკივნეულია, რომ შეერთებული შტატები კვლავ საკვანძო როლს ასრულებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა და ევროპული ქვეყნები ამ ძალისხმევის მიღმა უნდა იყვნენ“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების საკითხში კიევს მოუწევს „რიგ მტკივნეულ დათმობებზე“ წასვლა.
„მიმაჩნია, რომ არსებობს მთელი რიგი მტკივნეული დათმობები („სამშვიდობო გეგმაში“), რომლებზეც უკრაინა უნდა წავიდეს და ამისთვის მზადაა, იმ პირობით, რომ ეს მშვიდობამდე მიგვიყვანს“, - თქვა პაველმა.
ამავდროულად, ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს იმისკენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტების მომზადების დროს გაწეული ყველა სამუშაომ ფუჭად არ ჩაიაროს.
„მიმაჩნია, რომ უკრაინამ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ შეთავაზებული გადაწყვეტა მისაღები ყოფილიყო“, - თქვა პაველმა.