შუახევში კაცი ნაჯახით დაჭრეს. ინფორმაციას Ajara Times დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. მათივე ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით.
უწყების ინფორმაციით, დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.