აშშ-მა, შესაძლოა, ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის საკითხში ვაშინგტონის პოლიტიკას არ დაეთანხმებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მას შეუძლია ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც არ ეთანხმებიან მის პოზიციას, რომ კუნძული შეერთებულმა შტატებმა უნდა მართოს.
„მე შემიძლია დავუწესო ტარიფები იმ ქვეყნებს, თუ ისინი არ დაეთანხმებიან გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხს, რადგან გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. მე ამის გაკეთება შემიძლია“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.