თარიღი    დრო

ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მერიიდან გაფრთხილება მიიღეს, რომ რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ

საქართველო, თბილისი - 12:08 11.09.2018 155

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მათ თბილისის მერიისგან წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მერიამ ამის მიზეზად საახალწლო სამზადისი დაასახელა.

„2018 წლის 1-ელ ნოემბერს მივმართე თბილისის მერიას აქციების გაგრძელებასთან და კარვების გაშლასთან დაკავშირებით, ვადა მოვითხოვეთ 31 დეკემბრის ჩათვლით, რის პასუხადაც მერიისგან მივიღე წერილი, რომ 7 დეკემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას, წესისასამებრ. მოგვიწოდეს დავტოვოთ ეს ტერიტორია“, - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, ის და მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტის შეწყვეტას და მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ.

„ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, გვაქვს მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილები მკვლელები იყვნენ პასუხისგებაში მიცემული. ამ წერილით არამარტო იმას გვეუბნება ხელისუფლება, რომ ხელს ვუშლით ვიღაცებს, როგორც ჩანს. ჩვენ ხელს არავის ვუშლით, არც იმ ბავშვების, რომლებიც უნდა გაერთონ. ყველა ქართველის შვილი არის ჩვენი შვილი, რომლის მომავლისთვისაც დღეს ვიბრძვით, თორემ ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. ამიტომ, ეს თხოვნაა, ბრძანება თუ რაცაა, ვერ გავითვალისწინებ, რადგან აქ ვართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს, უკვე მეტისმეტია. ხელისუფლება მეუბნება, რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლადო, გვითხრა, რომ სადაც გინდათ იქ იყავით, ჩვენ არანაირ ნაბიჯებს არ გადავდგავთ თქვენს მოთხოვნაზეო. ეს არის კალაძის ხელმოწერით და მისი უწყებიდან გამოგზავნილი“, - აღნიშნა სარალიძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%