გერმანიის სამრეწველო კომპლექსი "სიმენს ენერჯი" საქართველოში მუდმივი დენის ორ მოწყობილობას დაამონტაჟებს, რომელიც ქვეყნის ელექტროქსელებს თურქეთის ელექტროსისტემასთან დააკავშირებს. მოწყობილობების მონტაჟი წარმოადგენს მასშტაბური პროექტის ნაწილს, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის შექმნას ემსახურება და რაც საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთი უდიდესია.
თითოეული მოწყობილობა თურქეთში 350 მბ კონტროლირებულ ელექტროენერგიის გადაცემას მოახდენს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებენ.
პროექტში შემკვეთად კომპანია ელექტროტრანსი გამოდის. სიმენსი ასევე მოახდენს კონტროლისა და მართვის მოწყობილობების მოწოდებას, ასევე მის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ტრანსფორმატორები და გამანაწილებელი მოწყობილობები.
კომპანია ახალი მოწყობილობის გაშვებას 2012 წლის მაისისთვის გეგმავს, ხოლო პროექტის დასრულება 2013 წლის მაისისთვის არის ნავარაუდევი. აღნიშნულის მონტაჟი ახალციხის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება.