თარიღი    დრო

ექსპერტიზის დასკვნით, ვეფხია ბაქრაძე დაზარალებულს მუქარის წერილებს წერდა - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 16:50 10.19.2018 275

ბარნოვზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განმარტებით, ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე დაზარალებულს(ნათელა გობაძეს), მუქარის წერილებს რომ წერდა, ეს დღეს დაკითხულმა ექსპერტის ჩვენებამაც დაადასტურა.

სწორედ, ოჯახურ ძალადობაში აქვს ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დამძიმებული.

"დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც დაათვალიერა და ამოიღო ინფორმაცია გარდაცვლილის სახლიდან წაღებულ ტელეფონზე. აღნიშნული ინფორმაციით და ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურდა, რომ ბაქრაძე დაზარალებულს მუქარის წერილებს რეალურად წერდა. აღნიშნული ინფორმაცია ზუსტად ამ ტელეფონში იყო შენახული.

ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა დაადასტურა იმ ვიდეოკამერების ამოღების ნამდვილობა, რომელზეც აღბეჭდილია ბრალდებული ბენზინის ყიდვის მომენტში. აღნიშნული ბენზინი შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას იქნა ამოღებული. ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულს ამ ბენზინით შემთხვევის ადგილის დაწვა უნდოდა.

ასევე დაიკითხა აგარაკის მეპატრონე, რომელმაც ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს მიჰყიდა აგარაკი, სადაც დაზარალებულის მიმართ კანონსაწინააღმდეგო სხვადასხვა ქმედებები განხორციელდა. სწორედ იქ განხორციელდა დაზარალებულისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება", - აცხადებს შაიშმელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისსთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თაკო გამრეკელაშვილს აღენიშნებოდა 33 ჭრილობა, ასევე აღენიშნებოდა მრავალი სისხლნაჟღენთი დაზიანება. 33 ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულ-მკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე. კისრის და ყელის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%