თარიღი    დრო

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 16:36 10.16.2018 208

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოფო კილაძის მიერ წარმოდგენილ პროექტს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ვინაიდან საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლა კანონით გათვალისწინებულ ვადამდე ვერ მოასწრო, კომიტეტმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო კანონში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება, რითაც მოქალაქეებს თავიდან ააცილებდა დაჯარიმებას.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოქმედი კანონით, 1000 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარებოდა ყველა ის პირი, ვინც  ახორციელებს მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს  და ვალდებული იყო განეხორციელებინა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრთა ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით, ზემოთხსენებულ პირებს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაციის განხორციელებისთვის მიეცათ გონივრული დამატებითი ვადა 2018 წლის 15 ნოემბრამდე.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

15:36 ვითიბი ბანკი მომხარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვას სთავაზობს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%