თარიღი    დრო

ბრიუსელში ევროკავშირის რეგიონების და ქალაქების კვირეულზე ქართული დელეგაცია მოხსენებით გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 15:32 10.10.2018 105

10 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში ევროკავშირის რეგიონების და ქალაქების კვირეულზე ქართულმა დელეგაციამ ოფიციალურად მიიღო მონაწილეობა. კვირეულის ფარგლებში ცალკე შეხვედრა დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - „რეგიონული პოლიტიკა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში: მიღწევები და გამოწვევები". ამ სესიაზე ევროკომისიის რეგიონული და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატის (DG REGIO), აგრეთვე მოლდოვისა და უკრაინის შესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი კეზერაშვილი და საქართველოში GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ერიკ მარქსი.

აღნიშნული გაფართოებული სესიის მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამ ქვეყანაში არსებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ამ მიმართულებით თითოეული ქვეყნის მიღწვევებისა და საერთო გამოწვევების განხილვა. შესაბამისად, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის ხელმოწერით საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ვალდებულება აიღეს, უზრუნველყონ რეგიონული განვითარება ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, როგორიცაა მრავალდონიანი მმართველობა, პარტნიორობა და სხვა საკითხებთან ერთად რეგიონული უთანასწორობის აღმოფხვრა. მსგავს დებულებებს ასოცირების სამივე შეთანხმება მოიცავს, რომელთა განხორციელების აქტიური ხელშეწყობა ევროკავშირისა და მისი წევრი სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ხორციელდება. სესიის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა განიხილეს როგორც რეგიონული პოლიტიკის წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ დონეებთან პარტნიორობის პერსპექტივები.

2017 წლის სექტემბრიდან GIZ-ის მიერ მხარდაჭერილია ინიციატივა, რაც ითვალისწინებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის წახალისებას. ამ ინიციატივის ფარგლებში სამი ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ გაიზიარონ როგორც ერთმანეთის, ასევე ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%