თარიღი    დრო

საქართველოს რუკის დამზადება, რომელზეც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იქნება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

საქართველო, თბილისი - 10:29 10.10.2018 217

საქართველოს რუკის დამზადება, რომელზეც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იქნება შესაძლოა, სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდეს.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნის.

სესიაშვილის განცხადებით, ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენების მთავარი საფუძველი რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები გახდა.

„თქვენ ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში კრემლმა ერთგვარად პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა ქართული რუკა და მას ამახინჯებს, ხდება ამ სახით ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანებზე, ხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დამახინჯება. ამიტომ, ჩემი ინიციატივაა, თუკი მოხდება ტერიტორიული მთლიანობის შემლახავი რუკების დაბეჭდვა, გავრცელება, რეკლამირება, სხვადასხვა საგნებზე განთავსება, მათ შორის იმპორტი ან ექსპორტი, ეს იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი. ჩემი აზრით, უნდა განისაზღვროს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით, ისევე, როგორც მაგალითად, დროშის შეურაცხყოფის შემთხვევაში არის სასჯელი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%