თარიღი    დრო

ჩეხური ფილმი, რომელიც საქართველოს სოფლად განვითარებას ასახავს, FAO-ს ოსირისის ჯილდოს მფლობელია

საქართველო, თბილისი - 14:19 10.08.2018 341

„ქვის კოშკების მიწა“ - კატერინა მიკულცოვას მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა თუშეთის რეგიონის შესახებ, სლოვაკეთის აგრო ფილმების 34-ე საერთაშორისო ფესტივალზე  FAO-ს ოსირისის ჯილდო მიიღო. აგრო ფილმების ფესტივალს, სლოვაკეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის ეროვნული ცენტრი FAO-ს პატრონაჟით ატარებს. ის ყურადღებას ამახვილებს: აგრარულ, სასურსათო და სხვა სასოფლო-სამეურნეო თემებზე.  

ფილმში, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინასური მხარდაჭერით შეიქმნა, მაყურებელს შეუძლია ნახოს თუ როგორ იწყებს მოძრაობას ცხვრის ფარა 300 კილომეტრიან მარშრუტზე, ზამთრის საძოვრებიდან საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანის საზღვრისკენ. ცხვრის მიგრაციასთან ერთად, ფილმში ამავდროულად ასახულია გზაზე არსებული კულტურული ძეგლები, სალოცავები, ციხეები და მოთხრობილია ადგილობრივ თუშთა ყოველდღიური ცხოვრება.

თუში მოსახლეობის მხარდასაჭერად, ჩეხეთის განვითარების სააგენტო რეგიონში არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორის უნდა აღინიშნოს მზის პანელების დამონტაჟების პროექტი, რითაც ჩანაცვლდა ბენზინზე მომუშავე გენერატორები, ასევე, საფეხმავლო ბილიკების მარკირება და სხვა ინიციატივები, რამაც რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივთა ეკონომიკურ სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი.

ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან 80-ზე მეტი ფილმი იყო წარმოდგენილი. საფესტივალო პროგრამას თან ახლდა საჯარო დისკუსიები და აგრარული ბაზრობა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%