თარიღი    დრო

არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება - გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილზე

საქართველო, თბილისი - 15:25 09.25.2018 309

არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ვანო მერაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ მერაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მათ არანაირი მოლოდინი არ აქვთ.

"ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს ამ საკითხზე. ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. მე ვფიქრობ, კონკრეტული ადამიანები იმსახურებენ შეწყალებას, თუმცა არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება. მე ასეთი აზრი მაქვს ამაზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სწორედ "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებას პირდება, რომ თუკი გაიმარჯვებს, რაც პრაქტიკულად, გამორიცხულია, შეიწყალებს ერთს, მეორეს, მესამეს, ჩამოიყვანს სააკაშვილს და გააკეთებს იმას, რაც მას კონსტიტუციის უფლებებით არ აქვს განსაზღვრული.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%