თარიღი    დრო

გია თვალავაძე ბრალს არ აღიარებს, ის გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით იყო გამოკითხული - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 17:13 09.24.2018 277

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე თვს დამნაშავედ არ მიიჩნევს, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა.

გია თვალავაძისთვის, ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ. როგორც ადვოკატი განმარტავს, მას ჯერ არც საქმის მასალები აქვს.

„ამ ეტაპზე არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ ბრალას არ აღიარებს. ჯერჯერობით, საქმის მასალები არ გადმომცემია, ამზადებენ გადმოსაცემად.

დანარჩენთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს გამოძიების მსვლელობისას დადებული. ამას გარდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან არ მაქვს ნებართვა, მაქვს თუ არა, ამ საქმეზე რაიმე სახის კომენტარების გაკეთების უფლება“, - აცხადებს აფციაური.

მისივე განმარტებით, საქმის ძიებისას თვალავაძე მოწმის სახით იყო გამოკითხული.    

შეგახსენებთ, რომ სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით, გია თვალავაძე სუს-მა დღეს დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 4 094 709 ლარი შეადგინა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%