თარიღი    დრო

ექსპერტიზით დადგენილია, რომ ანა ნაცვლიშვილის მკელობისას ბრალდებული ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 14:19 09.14.2018 593

ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტის ჩვენების თანახმად, დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას, ბრალდებული არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, - განაცხადა ჟურნალისტებთან თემქაზე მოკლული ანა ნაციშვილის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, დღეს გამოკითხული ექსპერტ-კრიმინალისტის ჩვენებით დადასტურდა, რომ დანა, რომელიც გამოძიებამ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ავტომანქანიდან ამოიღო, მკვლელობის იარაღია.

"სასამართლო-სამედიცინო კრმინალისტური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების ჩვენებით, დადგენილია რომ ანა ნაცვლიშვილისთვის სასიკვდილო 14 ჭრილობა მიყენებულია იმ დანით, რომელიც გამოძიებამ ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღო.

სასამართლოზე გამოიკითხა გამომძიებელიც, რომელმაც საგამოძიებო მოქმედება, ჩხრეკა ჩაატარა და ბრალდებულის ავტოფარეხიდან მთელი რიგი მტკიცებულებები ამოიღო, რომელიც ბიოლოგიურ კვლევას დაექვემდებარა და დადგინდა, რომ ბრალდებულის ავტოფარეხში აღმოჩენილ იქნა გარდაცვლილის სისხლის კვალი და გენეტიკური პროფილი.

გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე წარმოვადგინეთ ექსპერტი ფსიქოლოგი", - აცხადებს ბიბილაშვილი.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიული არ არის, ადვოკატი განმარტავს, რომ დანასთან მიმართებაში ექსპერტი კატეგორიული ვერ იქნებოდა, რადგან დანა ქარხნული წესითაა დამზადებული და შესაძლებელია მსგავსი ხასიათის სხვა დანაც იყოს.

"დაცვის მხარე წინა პროცესებზეც აფიქსირებდა, რომ ის დანა, რომელიც ამოღებულია გამოძიების მიერ და რომელიც კრიმინალისტურმა ექსპერტიზამ გამოიკვლია, ის დანა არაა, რომელითაც გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. დასკვნაში, ექსპერტთა ჩვენებებში კატეგორიულია ის ნაწილი კვლევისა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანით დასაშვებია განვითარებულიყო ის დაზიანებები და ჭრილობები, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია. კატეგორიულობა დასკვნის ამ ნაწილში არ არის,ვინაიდან ასეთი პარამეტრების და ზომების დანები ქარხნულად მზადდება და შეიძლება სხვაც იყოს. 

ჩვენს პოზიციას ამყარებს არამხოლოდ დღეს გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნა, არამედ ბიოლოგიური, გენეტიკური კვლევები, რომლის თანახმადაც, როგორც დანაზე, ასევე ქარქაშზე აღმოჩნდა დაზარალებულის გენეტიკური პროფილი და სისხლი, ასევე ბრალდებულის გენეტიკური პროფილი",- აცხადებს ბიბილაშვილი.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%