დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
ისინი სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას გულისხმობს და რის გამოც ხშირად დაცვის მხარე პროკურატურასთან შედარებით არათანაბარ პირობებში არის.