თარიღი    დრო

პროცესი უნდა წარიმართოს ისე და ისეთი კანდიდატურა შეირჩეს, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს გაუძლებს - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველო, თბილისი - 14:44 08.09.2018 247

პრეზიდენტის მრჩევლებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები. კოალიციის წარმომადგენლებთან მორიგი კონსულტაცია უახლოეს პერიოდში შედგება და საუბარი უკვე კონკრეტულ კანდიდატებს შეეხება.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა: „კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით ჯერ კონტურები არ გამოკვეთილა, მაგრამ ძალიან კარგი დიალოგი იყო დღეს ამ ადამიანებთან, ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, თუ პროცესი ამ მოკლე დროში როგორ წარიმართოს ეფექტიანად. იყო ძალიან საინტერესო, ეს ადამიანები რამდენად კარგად ხედავენ შექმნილ სირთულეებს სასამართლო სისტემაში, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ეს შანსი, რომელიც არის დღეს გაჩენილი უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევისა, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და, რომ ეს შესაძლებლობა გვაძლევს და გამოწვევაც არის თითოეული ჩვენგანისთვის, რომ შევარჩიოთ და პარლამენტს წარვუდგინოთ და მივიღოთ მხარდაჭერა ისეთ კანდიდატზე, რომელიც ამ თითქოს უკვე უიმედო, ჩიხურ სიტუაციაში იმედის სხივს გააჩენს სასამართლო სისტემაში პროცესის გაჯანსაღებისას.“

პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. კონსულტაციები მომავალ კვირაში ადვოკატთა ასოციაციასთან, სახალხო დამცველთან, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებით გაგრძელდება.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%