სამშაბათს, 7 აგვისტოს, თელ-ავივში ახალი პარტიის შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანია ლგბტ საზოგადოების უფლებების დაცვა.
პარტიის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი პოლიტიკური პარტია იქნება ერთადერთი ისრაელში, რომელიც ფოკუსირდება ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების ლობირებაში, იუწყება "Mignews“-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თელ-ავივში გეი აღლუმზე 250 ათასზე მეტი ადამიანი მიდის.
ივლისის ბოლოს, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ისრაელის ქალაქებში ორგანიზებული ღონისძიებები გამართეს. მათ გადაკეტეს მთავარი სატრანსპორტო მაგსტრალი, რათა გამოეხატათ პროტესტი კანონისთვის, რომელიც გეი წყვილებს, რომელთაც სურთ გახდნენ მშობლები, სუროგატი დედების მომსახურებას უკრძალავს.