თარიღი    დრო

British Airways-ის თვითმფრინავი ბაქოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა

საქართველო, თბილისი - 12:36 07.12.2018 201

ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავმა ბაქოს აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. უცხოური მედიის ინფორმაციით, British Airways-ის ბორტს ლონდონი-მუმბაის რეისის განხორციელებისას ძრავის პრობლემა შეექმნა. ხომალდის მეთაურმა საგანგებო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო და ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

თუმცა მანამდე, აეროპორტმა 05:52 საათზე განგაში გამოაცხადა. თვითმფრინავი აეროპორტში წარმატებულად მხოლოდ 06:29 საათზე დაეშვა.

თვითმფრინავის ბორტზე 214 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. მგზავრები აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში გადაიყვანეს და საკვები და სასმელი მიაწოდეს.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%