თარიღი    დრო

„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 12:59 06.23.2018 333

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტის ვან სუტუნის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით მყოფი გუანტუნის პროვინციის დედაქალაქ გუანჭოუს ოფიციალური დელეგაცია მიიღო. 

ოფიციალური შეხვედრის  ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწობ საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკის, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების, ექსპორტ-იმპორტის, სამკურნალო ტურიზმისა და საგანმანათლებლო სექტორებში ურთიერთანამშრომლობის განვითარების საკითხებს მოიცავს. 

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ნატურალური პროდუქციის, მათ შორის ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ჩინეთის ბაზარზე იმპორტისა და რეალიზაციის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ჩინურმა მხარემ გუანჭოუში ქართული პროდიქციის პოპულარიზაციის მიზნით მასშტაბური გამოფენის მოწყობის შესახებ ინიციატივა გამოთქვა და ჩინურ ენაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქართველი სტუდენტები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სასწავლებლად მიიწვია. 

გუანჭოუს დელეგაციის წევრებმა საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და საუკუნის პროექტ „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში „საპარტნიორო ფონდთან“ აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს და სამომავლო ამოცანები დასახეს. 

ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 26 ოქტომბერს გუანჭოუში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მიიწვია. ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყანის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.  გუანჭოუ 2014 წლიდან თბილისთან დამეგობრებული ქალაქია. ის  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთერთ ყველაზე განვითარებულ სავაჭრო-ინდუსტრიულ ქალაქად ითვლება.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

12:48 სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

11:19 სილქ დაზღვევა - სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

10:04 ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%