თარიღი    დრო

დიდუბის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:26 06.21.2018 166

დიდუბესა და დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-4 და მე-5 კორპუსებთან, პაიჭაძის ქუჩის N1-ში, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსთან და წერეთლის გამზირის N59, N61-სა და N63-ში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულდა.

კონტრაქტორმა კომპანიამ მოაწესრიგა, როგორც სამანქანო გზა, ასევე ფეხითმოსიარულეთა ბილიკები და ბორდიური. ამ ეტაპზე, ბორდიურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჭიაურელის ქუჩის გასასვლელში, სადაც დიდუბის რაიონის გამგეობამ მოსახლეობის მოთხოვნით, სანიაღვრე ქსელი მოაწყო.

დიდუბის რაიონში, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები წერეთლის გამზირის N1 კორპუსთან და ტერევერკოს შესახვევში მიმდინარეობს, რამდენიმე მისამართზე კი, უკვე დასრულდა.

მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ყველა მისამართზე ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%