თარიღი    დრო

სებ-ს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო ეწვია

საქართველო, თბილისი - 18:00 06.14.2018 217

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ სამუშაო შეხვედრა გამართეს. აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პირველად იმყოფება საქართველოში. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა, საბანკო სექტორში არსებული გამოწვევები და მიმოიხილეს დოლარიზაციის შედეგები და მაჩვენებლები. კობა გვენეტაძემ და ტაკეჰიკო ნაკაომ ასევე ყურადღება გამახვილეს სამომავლო თანაშრომლობაზე. ტაკეჰიკო ნაკაომ ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან და დაადასტურა ორგანიზაციის მისწრაფება მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში ტაკეჰიკო ნაკაო გაეცნობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მხარდამჭერია და საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.

აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%