თარიღი    დრო

შეურაცხმყოფელია, თითქოს, ნიკოლეიშვილს დაჭერით დავმუქრებივარ - ზვიად ფხაკაძე

საქართველო, თბილისი - 20:58 05.26.2018 506

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე აცხადებს რომ შეურაცხმყოფელია, თითქოს, მაია ნიკოლეიშვილს დაჭერით დაემუქრა.

„ყველა პიროვნება, ვის ქმედებაშიც დანაშაულებრივი ნიშნები გამოიკვეთება, პასუხისგებაში მიეცემა, მაგრამ ეს ქალბატონი ნიკოლეიშვილისთვის არ მითქვამს. მიმდინარეობს ჩაწერა, თუ სხდომის ოქმებში ეს დაფიქსირებულია, შეუძლია დაცვის მხარეს გამოითხოვოს, ბრალდების მხარეც გამოვითხოვთ, ვანხოთ, თუ იქნება, ეს დაფიქსირებული, მაგრამ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - აცხადებს ზვიად ფხაკაძე.

ის ექსპერტის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

"საქმე ორი ბავშვის გარდაცვალების ფაქტს ეხება, ქალბატონი ნიკოლეიშვილი კრიტიკულ კითხვებს ვერ სცემს პასუხს, თუ გამოდის და აცხადებს, რომ ვემუქრები და ცდილობს გაამართლოს, კითხვებზე რომ ვერ სცემს პასუხს, ეს სხვა თემაა. გამორიცხულია ყველანაირი ზეწოლა. პირიქით, ბრალდების მხარის ინტერესებში შედის გაირკვეს სიმართლე. ასევე, გაირკვეს ნიკოლეიშვილის დასკვნის რეალობა და სხვა ექსპერტიზების რეალობაც", - დასძენს ფხაკაძე.

თბილისის საქალაქო დღეს, სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი დაკითხეს, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას პროკურორები დაემუქრნენ და ზეწოლა განახორციელეს.

ცნობისთვის, 20017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვულის სიცოცხლე ემსხვერპლა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%