თარიღი    დრო

დიმიტრი ქუმსიშვილი: „სახელმწიფო სტარტაპებს შესაძლებლობას მისცემს, რომ რეალურად მოხდეს მათი იდეების განვითარება"

საქართველო, თბილისი - 21:39 05.25.2018 305

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა. პროგრამის ფარგლებში სულ 18 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოში სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღეს კარგი დღე გვაქვს, რადგან ჩვენ ერთხელ კიდევ გამოვავლინეთ ყველაზე ნიჭიერები, ყველაზე მონდომებულები, ის ადამიანები, რომლებმაც შეფასების რთული პროცესი გაიარეს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ისინი ღირსეულები არიან იმისათვის, რომ მიიღონ მხარდაჭერა, ღირსეულები იმისათვის, რომ მიიღონ დამატებითი ცოდნა და საბოლოო ჯამში მათ პროექტებს ჰქონდეს ის წარმატება, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ დღეს გამოვავლინეთ გამარჯვებულები - ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო გადასცემს თანხას, თუმცა, თანხასთან ერთად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ რეალურად მოხდეს მათი იდეების განვითარება და მე ეს ძალიან მახარებს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემების მხარდაჭერის მიმართულებით. „დღეს ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ იმ განვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს და ჩვენ გავაგრძელებთ ყოველდღიურად მუშაობას როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის კუთხით, ისე ახალი ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება სტარტაპების მხარდასაჭერად", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა, თუ რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია სტარტაპების მხარდაჭერა და ასეთი მხარდაჭერის შემთხვევაში წარმატების არაერთი მაგალითიც არსებობს. „მე ძალიან მახარებს, რომ ახლა საქართველოში ნელ-ნელა იქმნება ისეთი ეკოსისტემა, რომელიც ამ იდეების განვითარების შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%