თარიღი    დრო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს „რთული პარტნიორი“ უწოდა

საქართველო, თბილისი - 10:58 04.16.2018 208

პარტნიორული ურთიერთობები რუსეთთან გართულდა, თუმცა ბერლინი აპირებს გააგრძელოს დიალოგი მოსკოვთან - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ტელეარხ ARD-ის ეთერში. 

ამავდროულად, გერმანიის დიპლომატიის ხელმძღვანელმა მოუწოდა მოსკოვს, სირიასთან დაკავშირებით სიტუაციის დარეგულირების უფრო კონსტრუქციული მიდგომისკენ.

"რუსეთი გახდა უფრო რთული პარტნიორი, მაგრამ მასთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. მე რუსეთის მხრიდან ველოდი უფრო კონსტრუქციულ მიდგომას. მას შეეძლო ყველაფერში მაინც არ დაეფარებინა ხელი ასადისთვის „ - განაცხადა მან. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის მონაწილეობა სირიაში სიტუაციის მოსაგვარებლად აუცილებელია. 

"გვინდა ჩვენ ეს თუ არა, სირიაში კონფლიქტი არ მოგვარდება რუსეთის გარეშე", - დასძინა მინისტრმა.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%