უახლოეს პერიოდში ქვეყანაში ნავთობპროდუქტებსა და საავტომობილო ზეთებზე მონიტორინგი გამკაცრდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, კავშირი პარლამენტსა და ექსპერტებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ ბაზარზე საწვავსა და საავტომობილო ზეთების ფალსიფიკაცია აღმოიფხვრას. მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ინიცაიტივა მზადდება, თუმცა პირველი ეტაპისათვის საავტომობილო ზეთების ხარისხის შემოწმება და მონიტორინგი დაიწყება, რომელიც დღეისათვის ნებაყოფლობითია და კომპანიას საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია შეამოწმოს ან არ შეამოწმოს საწვავის ხარისხი.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, კავშირს სახელმწიფოსგან მინიჭებული უფლებამოსილებით შესაძლებლობა აქვს კომპანიის სურვილის შემთხვევაში ნავთობპროდუქტების ხარისხი გააკონტროლოს, თუმცა ამ დროისათვის საკუთარი სურვილით საწვავის ხარისხს მხოლოდ კომპანია სოკარი ამოწმებს.
იობაშვილის განმარტებით, ხარისხის შემოწმება კომპანიისათვის ძვირი არ ჯდება, თუმცა მას საკმაოდ საიმიჯო ხასიათი აქვს და ის ნებისმიერი კომპანიისათვის სასურველი პროცედურა უნდა იყოს. მისი განმარტებით, თითოეულ პარტიაზე საწვავის ხარისხის შემოწმება და ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირში 600 ლარი ჯდება, მაშინ როდესაც გარე ლაბორატირიებში ასეთი შემოწმების ჩატარება 1500 ლარზე ზევითაა. იობაშვილის განმარტებით, ამ დროისათვის კავშირი მოლაპარაკებას აწარმოებს რომპეტროლთან, რადგან მანაც დაიწყოს საკუთარი სურვილის მიხედვით ნავთოპროდუქტების ხარისხის შემოწმება.
"უკონტროლობას ყოველთვის მოაქვს ანარქია. ამიტომ უნდა დაიწყოს ხარისხის კონტროლი, როგორც საქონლის იმპორტისას საბაჟოებზე, ასევე შიდა ბაზარზე. დღეს ქვეყანაში არსებობს გარკვეული სტანდარტი, რომელსაც ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ და იმპორტირებული ნავთობპროდიუქტებიც ამ სტანდარტებთან უნდა იყოს შესაბამისომაში, რომელიც თავის მხრივ, მიახლოვებულია ევროპულ სტანდარტებთან", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იობაშვილმა.
ნავთოპრიოდუქტების იმპორტიორთა და მომხმარებელთა კვაშირის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, კომპანიები ცდილობენ საკუთარი ავტოგასამართი სადგურები გაზარდონ. იობაშვილის განმარტებით, დღეისათვის ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი 6-მულტინაციონალური კომპანიიდან ყველაზე მეტი რაოდენობით ავტოგასამართი სადგური "ვისოლს" გააჩნია, რომელსაც ავტოგასამართი სადგურების საკმაოდ საინტერესო გეოგრაფია აქვს და მისი ავტოგასამართი საგურები განთავსებულია, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.
იობაშვილის განმარტებით, ასევე დიდი რაოდენიბით ავტოგასამართი სადგურები გააჩნია "ლუკოილს", რომელთა რაოდენობაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 70 ერთეულს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ლუკოილს ორი ავტოგასამართი სადგური გააჩნია რაჭაში. ქვეყნის მასშტაბით 36 ავტოგასამართი სადგურის მფლობელია სოკარი, რომელიც წლის ბოლომდე კიდევ 28 ავტოგასამართ სადგურს გახსნის. იობაშვილის განმარტებით, სოკარი არის კომპანია, რომლის ხარისხი და მომსახურეობა არის ფაქტობრივად 100-პროცენტიანი.
"თუ ვინმე დააკვირდება სოკარის ავტოგასამართ სადგურს წერია რომ სიზუსტე არის + _ 0,26 გრამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცდომილება არის მაქსიმალურად მინიმალური, რადგან სოკარი აღჭურვილია იაპონური ტექნოლოგიებით და საწვავის ჩასხმისას სიზუსტე არის მაქსიმალურად დაცული", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
დიდი რაოდენობით ავტოგასამართი საფდგურების მფლობელია კომპანია "რომპეტროლი", რომელიც ქვეყნის მასშტაბით 55 ავტოგასამართ სადგურს ფლობს და საწვავის იმპორტს რუმინეთიდან ახორციელებს.
ბაზრის ერთ-ერთ მოთამაშე სენტას კი ქვეყნის მასშტაბით 35-მდე ავტოგასამართი სდაგური გააჩნია, რომელიც ცდილობს გააფართოვოს თავისი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა და გაშალოს საკუთარი ინფრასტრუქტურა, ხოლო ეკოჯორჯია, რომელსაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ჰყავს და ქვეყნის მასშტაბით 20 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.
იობაშვილის განცხადებით, ბაზრის ლიდერად შეიძლება სოკარი ჩაითვალოს, რადგან კომპანია ბაზრის დაახლოებით 60 პროცენტს ფლობს. ძირითადად დიზელ L 62-ზე ქვეყანაში არის მზარდი მოთხოვნა და ასევე მოთხოვნადია რეგულარი 93 ოქტანობის. იობაშვილის განმარტებით, ბაზარზე არიან ასევე წვრილი კომპანიები, რომლებიც ძირიღადად მულტინაციონალური კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის დისტრიბუციით არიან დაკავებულნი.