21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4686 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4767 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.81 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0435 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0558 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.23 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6519 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4442 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 თებერვლიდან შევა ძალაში.