თარიღი    დრო

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება გარდაუვალია - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 16:41 12.16.2017 882

 „ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება გარდაუვალია, „ქართულ ოცნებას“ ყველა შემთხვევაში მოუწევს მისი გათავისუფლება“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია „ჯი-ეიჩ-ენთან“ ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს მთავრობის წევრებისთვის გაგზავნილ წერილს.

წერილში ევროპარლამენტარები მთავრობის ხელმძღვანელ პირებს მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.  

„უპრეცედენტოა შემთხვევა, როცა სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ, პატიმარი საპატიმროში მაინც დატოვეს. „ქართული ოცნება“ მისი სურვილის მიუხედავად ამას ვერ გააკეთებს, მათ მოუწევთ ვანო მერაბიშვილისთვის ციხის კარის გაღება. ამას რაც უფრო მალე გააკეთებენ, მით უკეთესი.

სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულო, ეს არის რეალურად უარის თქმა პროდასავლურ კურსზე, საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებზე და საერთოდ, დემოკრატიაზე ხელის აღება.  

არაფერში ისე არ ვარ დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ვანო მერაბიშვილი აუცილებლად გათავისუფლდება სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე“, - აცხადებს ნიკა მელია.

 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%