15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5405 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5597 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.92 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 2.9980 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0256 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.76 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6572 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4073 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 დეკემბრიდან შევა ძალაში.