13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5772 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6258 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 4.86 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0282 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0916 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.34 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6700 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4398 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 დეკემბრიდან შევა ძალაში.