რუსეთში ამერიკის ახალი ელჩი აცხადებს, რომ ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია

ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის განუყოფელი ნაწილია. ამის შესახებ რუსეთში ამერიკის ახალმა ელჩმა ჯონ ჰანტსმანმა განაცხადა.
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელიც საერთაშორისო სამართალში ერკვევა: ყირიმი უკრაინაა. რუსულ-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესების წინაპირობა კი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა,“-აღნიშნა ელჩმა.