გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული 34 რაკეტიდან 21 ჩამოაგდეს.
"ბრძოლის შედეგად, განადგურდა 21 საჰაერო სამიზნე: 6 Kh-101/Kh-555; ფრთოსანი რაკეტა; 8 Kh-59/Kh-69 მართვადი საჰაერო რაკეტა;1 "ისკანდერ-კ"-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა; 6 კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა," - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.