აზერბაიჯანს რუსეთის ელჩის კანდიდატურაზე მოსკოვისთვის თანხმობა არ უთქვამს. ამის შესახებ გამოცემა The New Times იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ზუევი აზერბაიჯანში რუსეთის ელჩის პოსტზე სახელმწიფო დუმამ ჯერ კიდევ ზაფხულში დაამტკიცა, თუმცა იმის გამო, რომ ის პროსომხური განცხადებებით გამოირჩეოდა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთს უჭერდა მხარს, ბაქომ მოსკოვს მის დანიშვნაზე თანხმობა არ უთხრა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აზერბაიჯანმა რუსეთს ახალი კანდიდატის შესარჩევად დრო მისცა.