ოზურგეთში 31 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს.
„მამაკაცს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა მარცხენა გულმკერდის არეში. ასევე, მარცხენა ბარძაყის არეში მიყენებული აქვს ნაკვეთი ჭრილობა. ამჟამად, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებს „მედალფას“ დირექტორი ,,საზოგადოებრივთან“ საუბარში.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.