თარიღი    დრო

სასამართლო არ აღმოჩნდა მზად სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად - ჩაბუქის ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 16:18 11.21.2017 235

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, მუსატაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უარის თქმას ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა პოლიტიკური საქმე უწოდა.

ადვოკატის შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა მზად სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო დასკვნა არსებობს, მათ შორს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, სასამართლომ მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ბუნებრივია, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. თუ საქართველოს სასამართლოებში სამართალს ვერ მივაღწევთ, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ცხადია, ეს საქმე პოლიტიკური ხასითისაა. ეს თურქეთის სახელმწიფოს მოთხოვნაა და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, თურქეთისა და საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრებზე განიხილებოდა .

როგორც ჩანს, ჩვენი სახელმწიფო არ არის იმისთვის მზად, რომ ამგვარ საკითხებზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

მოსამართლემ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ, დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხატია არდაზაშვილიმა ამ წუთებში გამოაცხადა.

 

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%