თარიღი    დრო

ჩემი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, „ტოლერანტობის ქომაგის" პრიზიორთა სია სხვანაირად შედგებოდა - ომბუდსმენი

საქართველო, თბილისი - 18:40 11.20.2017 737

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის,  გიგა ბოკერიასთვის „ტოლერანტობის ქომაგის" პრიზის გადაცემასთან კავშირს უარყოფს.

ომბუდსმენის განმარტებით, გადაწყვეტილებად რელიგიური საბჭოს წევრთა უმეტესობას იღებს და მას ჩარევის უფლება არ აქვს.

„ეს იყო საბჭოს გადაწყვეტილება და მე ჩარევის უფლება არ მაქვს. ჩემი პირადი აზრი არა მგონია ვინმესთვის საინტერესო იყოს. მე ვცადე შერჩევის პროცესი დამეხვეწა, არაობიექტურობა რომ გამორიცხულიყო და ნაწილობრივ გამოვიდა წინა წლებში, ანუ ჩემი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, სხვანაირი სია შედგებოდა", - აცხადებს ომბუდსმენი. 

შეგახსენებთ, კავკასიური სახლის ხელმძღვანელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული ჯილდო სახალხო დამცველს უკან  დაუბრუნა და განაცხადა, რომ  არ სურს ამ ჯილდოს ფლობით, გიგა ბოკერიასთვის და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან იყოს გათანაბრებული. 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%